მერი ზანქაიძე
| მერი ზანქაიძე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
19 ივლისი, 1948 ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| გარდაცვალების თარიღი |
31 ივლისი, 1995 ქისტაური |
| დაკრძალულია | ქისტაურის სასაფლაო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება |
ქისტაურის საშუალო სკოლა; თელავის იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელი |
| საქმიანობა | ბაღის მასწავლებელი; |
| რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი; |
| მეუღლე(ები) | ნოდარ მაილაშვილი; |
| შვილ(ებ)ი |
დემურ მაილაშვილი, ვერიკო მაილაშვილი |
| მშობლები |
მამა: შალიკო ზანქაიძე დედა: თამარ ხუბულური |
| ნათესავები | 2 და |
| გარდაცვალების მიზეზი | კიბო |
მერი შალიკოს ასული ზანქაიძე (დ. 19 ივლისი, 1948, ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 31 ივლისი, 1995, ქისტაური) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი, პედაგოგი, ორი შვილის დედა.
ბიოგრაფია
მერი ზანქაიძე დაიბადა 1948 წლის 19 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, შალიკო ზანქაიძისა და თამარ ხუბულურის ოჯახში. ჰყავდა ორი და, მანანა და რუსუდან ზანქაიძეები.
1965 წელს დაამთავრა სოფელ ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახელობის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თელავის იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, სადაც დაეუფლა სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლის პროფესიას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა მშობლიურ სოფელ ქისტაურში და მუშაობა დაიწყო საბავშვო ბაღში, აღმზრდელ მასწავლებლად.
მერი გამორჩეული პედაგოგი იყო და ბევრი თაობა აღზარდა. პარალელურად ასევე მღეროდა ახმეტის ხალხური სიმღერების ანსამბლში გოგი ჭიღიტაშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი ქისტაურის გუნდში ვანო ტერტერაშვილის ხელმძღვანელობით. ორივე ანსამბლს მრავალი წარმატება ხვდა წილად.
1968 წელს დაქორწინდა თავისივე სოფლის მკვიდრ ნოდარ მაილაშვილზე. წყვილს ორი შვილი შეეძინა — დემურ და ვერიკო მაილაშვილები.
მერი ზანქაიძეს დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ მისი აღსაზრდელები როგორც ძალიან თბილ, მოსიყვარულე და მზრუნველ პედაგოგს.
გარდაცვალება
გარდაიცვალა 1995 წლის 31 ივლისს, კიბოს დიაგნოზით. დაკრძალულია სოფელ ქისტაურის სასაფლაოზე.
მოგონებები
მერის გამორჩეულად უყვარდა სიმღერა „გაფრინდი შავო მერცხალო“ რომელსაც ხშირად მამამთილთან ერთად ასრულებდა ოჯახში და სხვა საოჯახო შეკრებებზე. მისივე ანდერძის თანახმად, გაასვენეს და დაკრძალეს ამავე სიმღერის ფონზე.
ფოტოები
ასევე ნახეთ
შენიშვნა
ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, კერძოდ შვილი — ვერიკო მაილაშვილი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.