Memorypedia:როგორ განვათავსოთ სტატია მემორიპედიაში
როგორ განვათავსოთ სტატია მემორიპედიაში
თქვენ წერთ იმ ადამიანის ბიოგრაფიას, რომლის განთავსებაც გსურთ მემორიპედიაში და გვაწვდით ფეისბუქის გვერდზე ან ელფოსტაზე memorypedia.ge@gmail.com, ტექსტთან ერთად, ცალკე ფაილების სახით გვიგზავნით ფოტოებსაც. თუ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ ბიოგრაფიული ტექსტის დაწერას, შეგიძლიათ შეავსოთ ეს დეტალური ფორმა და შემდეგ, თქვენ მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ მას ბიოგრაფიული სტატიის ფორმას მივცემთ.
გაითვალისწინეთ, რომ მოხდება თქვენ მიერ მოწოდებული ტექსტების რედაქტირება, მემორიპედიის სტანდარტებში ჩასმა და მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება საიტზე.
თუ სიტყვების რაოდენობა აღემატება ტექსტის იმ ვარიანტის მაქსიმალურ ზღვარს, რომელიც თქვენ აირჩიეთ, მოხდება ტექსტის შეკვეცა თქვენთან შეთანხმებით.
თქვენთვის სასურველ საკომუნიკაციო არხზე (ფეისბუქის გვერდი, ელფოსტა), ტექსტთან და ფოტოებთან ერთად, ასევე გვაწვდით გარდაცვალების ცნობის ფოტოს, რომელიც არსად გასაჯაროვდება და მისი ერთადერთი დანიშნულება ისაა, დავრწმუნდეთ, რომ პირი მართლაც გარდაცვლილია.
მემორიპედიაზე სტატია გამოქვეყნდება მხოლოდ საფასურის გადახდის შემდეგ. მას შემდეგ, რაც გამოაგზავნით ყველა საჭირო დოკუმენტაციას და მოხდება შეთანხმება თქვენსა და მემორიპედიას შორის, ჩვენ გიგზავნით საბანკო ანგარიშს, სადაც რიცხავთ შესაბამის თანხას. სტატია გამოქვეყნდება ჩარიცხვის დადასტურებიდან მაქსიმუმ ერთი კალენდარული დღის ვადაში.
სტატიის ვარიანტები და ტარიფები
მემორიპედია გთავაზობთ ბიოგრაფიული სტატიის სამ სხვადასხვა ვარიანტს, შესაბამისი ფასებით.
I ვარიანტი
- სიტყვების რაოდენობა: 150
- ფოტოების რაოდენობა: 3
- ფასი: 100 ლარი
II ვარიანტი
- სიტყვების რაოდენობა: 200
- ფოტოების რაოდენობა: 6
- ფასი: 150 ლარი
III ვარიანტი
- სიტყვების რაოდენობა: 300
- ფოტოების რაოდენობა: 9
- ფასი: 200 ლარი
სპეციალური შეთავაზება
რამდენიმე სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, მემორიპედიაში მოქმედებს ფასდაკლება.
შეთავაზება I
- ერთდროულად ორი სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, ფასი იქნება ჯამში 150 ლარი
- ფოტოების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 3
- სიტყვების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 150
შეთავაზება II
- ერთდროულად სამი სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, ფასი იქნება ჯამში 200 ლარი
- ფოტოების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 3
- სიტყვების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 150
შეთავაზება III
- ერთდროულად ხუთი სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, ფასი იქნება ჯამში 300 ლარი
- ფოტოების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 3
- სიტყვების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 150
წესები
- სიტყვების რაოდენობის დათვლა მოხდება სპეციალური პროგრამით. რაოდენობაში არ იგულისხმება კავშირები და სასვენი ნიშნები.
- თუ დამკვეთს არ სურს შესაბამისი ვარიანტით განსაზღვრული სიტყვების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენება, ანუ დიდი სტატია, მაგრამ სურს ამ პაკეტში შემავალი სურათების რაოდენობის სრულად გამოყენება, ტარიფი დარჩება იგივე. მაგალითად, თუ სურს მესამე ვარიანტი, მაგრამ სტატია 300 სიტყვის ნაცვლად უფრო ნაკლები სიტყვისგან შედგება, ხოლო ფოტოებს სვამს ცხრავეს, ტარიფი მაინც 200 ლარი იქნება.
- გადახდა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, რომელსაც დამკვეთს აწვდის მემორიპედიის ადმინისტრაცია.