Memorypedia:რა არის მემორიპედია
მემორიპედია არის უნიკალური ონლაინ-არქივი, რომლის მიზანიც ჩვეულებრივ ადამიანთა ისტორიის სამუდამოდ შენახვაა. გვჯერა, რომ ყველა სიცოცხლის მიღმა არაჩვეულებრივი ისტორია იმალება და ეს ისტორია იმსახურებს, რომ დაფასებული და ხელმისაწვდომი იყოს მომავალი თაობებისთვის. მემორიპედია ხსოვნის ენციკლოპედიაა, სადაც ოჯახს, მეგობრებსა და მომავალ თაობებს შეუძლიათ აღმოაჩინონ და გაიცნონ მათი წინა თაობები.
მემორიპედია ჩვეულებრივ ადამიანთა ცხოვრების ციფრული ენციკლოპედიაა — ინახავს მათ ისტორიას და მემკვიდრეობას, რათა ისინი არავის არასოდეს დაავიწყდეს.
ყველა ადამიანი ისტორიაა, რომელიც მოსაყოლად ღირს. მემორიპედია ეხმარება ოჯახებს, რომ სამუდამოდ შეინახონ ისტორია მათი საყვარელი ადამიანებისა, რომლებიც დღეს ჩვენთან აღარ არიან — არა ცნობილი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისა, რომელთაც რეალურად შექმნეს ჩვენი სამყარო.
- რატომ უნდა შეინახოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთა ისტორია მემორიპედიაში?
დღევანდელ სამყაროში, სადაც ყველაფერი ძლიერ სწრაფად ხდება და იცვლება, ძალიან ადვილია, რომ ძვირფასი მოგონებები უბრალოდ გაქრეს. მემორიპედია არის გარანტია იმისა, რომ ძვირფას ადამიანთა ისტორია არასოდეს დაიკარგოს. წარმოიდგინეთ, რომ მათი მიღწევები, უნიკალური შინაგანი სამყარო, მათი მთელი ცხოვრების ისტორია სამუდამოდ დაიგუგლება მომავალი თაობებისთვის. აჩუქეთ მათ უკანასკნელი, უკვდავების საჩუქარი — სამარადისო ხსოვნა ციფრულ სამყაროში!
ცნობილ ადამიანებზე ყველგან წერენ, ისინი ყველგან ჩანან, აქვთ გვერდები ვიკიპედიაში, ძალიან ადვილად მოიძიებთ მათ შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში, მაგრამ რა ხდება ამ დროს ჩვეულებრივი, არაცნობადი ადამიანების შემთხვევაში? სამწუხაროდ, ძალიანაც რომ მოინდომოთ, მათ შესახებ ცნობებს ინტენეტში ვერსად იპოვით, გუგლი არაფერს ამბობს... წარმოუდგენლად რთულია იმის გააზრება, რომ თაობების ცვლასთან ერთად, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ისინი შეიძლება აღარავის ახსოვდეს. თუმცა, დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ხანაში, ადამიანი სამუდამოდ ახსოვთ, თუკი მის შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია იძებნება. სწორედ ამიტომ შევქმენით მემორიპედია!
მემორიპედიაში ჩვენ ვაგროვებთ და ვინახავთ ჩვეულებრივ ადამიანთა ისტორიებს — თქვენი მშობლების, პაპა-ბებიების, მეგობრების და ა.შ. აქ მათ მომავალი თაობები ყოველთვის ნახავენ.
გამოგვიგზავნეთ ბიოგრაფია და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ ხსოვნა სამუდამოდ დარჩება.
მემორიპედია — იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თავის საკუთარ გვერდს ისტორიაში.
მემორიპედია — აქ ყოველი ადამიანი სამუდამოდ ცოცხალია, ყოველი სიცოცხლე სამუდამოდ უკვდავყოფილია.
- როგორ განვათავსოთ ბიოგრაფია მემორპიედიაში?
- გამოგვიგზავნეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ბიოგრაფია, მოგონებები და ფოტოები;
- ჩვენ შევქმნით სტატიას — ჩვენი გუნდი თქვენს საყვარელ ადამიანს მემორიპედიაზე შეუქმის სრულყოფილ, დახვეწილ, სამუდამო გვერდს მემორიპედიაზე;
- მათი ხსოვნა უკვდავია — მათი ისტორია ჩვენი ციფრული არქივის სამუდამო ნაწილი გახდება, რომლის მოძიება და ნახვა შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს.
მემორიპედიის გუნდს მიგვაჩნია, რომ არავინ არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას! ჩვენი პლატფორმა ცოცხალი ენციკლოპედიაა, რომელიც ეძღვნება ჩვეულებრივ ადამიანთა ისტორიებს — ჩვენი მშობლების, პაპა-ბებიების, მეგობრების და უბრალოდ, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრებას, რომლებმაც სამყარო თითქოს უჩუმრად, თავმდაბლად მოგვიტანეს დღემდე.
ბიოგრაფიის განთავსებით უკვე გაქვთ გარანტია, რომ მათი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება, დაფასდება და ინტერნეტში სამუდამოდ მოიძებნება მომავალი თაობების მიერ. მცირე საფასურის სანაცვლოდ, ჩვენ მათ ხსოვნას ონლაინ ვინახავთ, თანაც სამარადისოდ.
ბიოგრაფიის, ფოტოების ან მოგონებების გამოგზავნით, თქვენ მათ უკვდავების საჩუქარს უკეთებთ — საჩუქარს, რომელიც მუდამ ხელმისაწვდომი და მოძიებადი იქნება მომავალი თაობებისთვის.
არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს თქვენი ბებია, ბაბუა, მშობლები, დედმამიშვილები, საყვარელი მასწავლებელი თუ ზედმეტად ნაადრევად წასული მეგობარი — მემორიპედია უზრუნველყოფს, რომ ისინი თვალთახედვიდან არასოდეს გაქრნენ, მუდამ იძებნებოდნენ ინტერნეტში.
- შენიშვნა:
ვიზუალური მსგავსების გარდა, მემორიპედიას არ აქვს არანაირი კავშირი ენციკლოპედია ვიკიპედიასთან. არსებული მსგავსება განპირობებულია მხოლოდ იმ ფაქტით, რომ მემორიპედია მუშაობს იმავე ძრავაზე, რომელსაც ვიკიპედია და ვიკიმედიის სხვა პროექტები იყენებენ.
ტარიფები
მემორიპედია გთავაზობთ ბიოგრაფიული სტატიის სამ სხვადასხვა ვარიანტს, შესაბამისი ფასებით. თანხას იხდით მხოლოდ ერთჯერადად, სტატიის შეკვეთისას.
I ვარიანტი
- სიტყვების რაოდენობა: 150
- ფოტოების რაოდენობა: 3
- ფასი: 100 ლარი
II ვარიანტი
- სიტყვების რაოდენობა: 200
- ფოტოების რაოდენობა: 6
- ფასი: 150 ლარი
III ვარიანტი
- სიტყვების რაოდენობა: 300
- ფოტოების რაოდენობა: 9
- ფასი: 200 ლარი
სპეციალური შეთავაზება
რამდენიმე სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, მემორიპედიაში მოქმედებს ფასდაკლება.
შეთავაზება I
- ერთდროულად ორი სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, ფასი იქნება ჯამში 150 ლარი
- ფოტოების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 3
- სიტყვების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 150
შეთავაზება II
- ერთდროულად სამი სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, ფასი იქნება ჯამში 200 ლარი
- ფოტოების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 3
- სიტყვების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 150
შეთავაზება III
- ერთდროულად ხუთი სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, ფასი იქნება ჯამში 300 ლარი
- ფოტოების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 3
- სიტყვების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 150
წესები
- თქვენ წერთ იმ ადამიანის ბიოგრაფიას, რომლის განთავსებაც გსურთ მემორიპედიაში და გვაწვდით ფეისბუქის გვერდზე ან ელფოსტაზე memorypedia.ge@gmail.com, ტექსტთან ერთად, ცალკე ფაილების სახით გვიგზავნით ფოტოებსაც. თუ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ ბიოგრაფიული ტექსტის დაწერას, შეგიძლიათ შეავსოთ ეს დეტალური ფორმა და შემდეგ, თქვენ მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ მას ბიოგრაფიული სტატიის ფორმას მივცემთ.
- სიტყვების რაოდენობის დათვლა მოხდება სპეციალური პროგრამით. რაოდენობაში არ იგულისხმება კავშირები და სასვენი ნიშნები.
- თუ დამკვეთს არ სურს შესაბამისი ვარიანტით განსაზღვრული სიტყვების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენება, ანუ დიდი სტატია, მაგრამ სურს ამ პაკეტში შემავალი სურათების რაოდენობის სრულად გამოყენება, ტარიფი დარჩება იგივე. მაგალითად, თუ სურს მესამე ვარიანტი, მაგრამ სტატია 300 სიტყვის ნაცვლად უფრო ნაკლები სიტყვისგან შედგება, ხოლო ფოტოებს სვამს ცხრავეს, ტარიფი მაინც 200 ლარი იქნება.
- გადახდა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, რომელსაც დამკვეთს აწვდის მემორიპედიის ადმინისტრაცია.