ლია ჯანგირაშვილი

Memorypedia გვერდიდან
ლია ჯანგირაშვილი-მაილაშვილი
ლია ჯანგირაშვილი.jpeg
დაბადების თარიღი 7 თებერვალი, 1958
ახმეტა
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 2008
ქისტაური
დაკრძალულია ქისტაურის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ახმეტის პირველი საშუალო სკოლა
საქმიანობა სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი
დამსაქმებელი ქისტაურის ბაგა-ბაღი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე(ები) ვაჟა (ჯემალი) მაილაშვილი
შვილ(ებ)ი ირაკლი მაილაშვილი,
იოსებ მაილაშვილი
მშობლები მამა: შალიკო ჯანგირაშვილი
დედა: თინა ჯანგირაშვილი
ნათესავები და: ხათუნა ჯანგირაშვილი,
ძმა — ზურაბ ჯანგირაშვილი
გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე

ლია ჯანგირაშვილი-მაილაშვილი (დ. 7 თებერვალი, 1958 , ახმეტა — გ. 25 დეკემბერი, 2008 , ქისტაური) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი, პედაგოგი, ორი შვილის დედა.

ბიოგრაფია

ლია ჯანგირაშვილი დაიბადა 1958 წლის 7 თებერვალს, ქალაქ ახმეტაში, შალიკო ჯანგირაშვილისა და თინა ჯანგირაშვილის ოჯახში. ჰყავდა ორი დედმამიშვილი, და — ხათუნა და ძმა — ზურაბ ჯანგირაშვილები. დაამთავრა ახმეტის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ კი თბილისის იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური სასწავლებელი სკოლამდელი აღმზრდელი მასწავლებლის სპეციალობით. 1981 წელს იქორწინა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრ ვაჟა (ჯემალ) მაილაშვილზე. შეეძინათ ორი ვაჟი ირაკლი მაილაშვილი (1983) და იოსებ მაილაშვილი (1985).

ლია მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სოფელ ქისტაურის ბაგა-ბაღში, აღმზრდელ მასწავლებლად. მის ხელში სოფლის მრავლმა თაობამ გაიარა. იყო თავისი საქმის მოყვარული კარგი სპეციალისტი. გამოირჩეოდა ჰუმანურობითა და მიმტევებლობით. უყვარდა და ზრუნავდა თავის ოჯახსა და ქმარ-შვილზე.

გარდაცვალება

ლია ჯანგირაშვილი გარდაიცვალა 2008 წლის 25 დეკემბერს, სიმსივნის დიაგნოზით. დაკრძალულია ქისტაურის სასაფლაოზე, დედამთილ-მამამთილის გვერდით.

მოგონებები

ფოტოები

ასევე ნახეთ

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, კერძოდ ქმარ-შვილი, რომლებმაც იზრუნეს მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

მემორიპედიის შესახებ