კეკე ვეშაპიძე
| კეკე ვეშაპიძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
1888 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| გარდაცვალების თარიღი |
1993 მანავი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| დაკრძალულია | მანავის სასაფლაო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მევენახე |
| ცნობილია როგორც | კეკა |
| მეუღლე(ები) | შაქრო ასრიაშვილი |
| შვილ(ებ)ი |
შოთა ასრიაშვილი, არტემ ასრიაშვილი |
| შვილიშვილ(ებ)ი |
გია ასრიაშვილი, ლიანა ასრიაშვილი |
| შვილთაშვილ(ებ)ი |
შოთა ასრიაშვილი, დავით ასრიაშვილი |
| მშობლები | მამა: იაგორ ვეშაპიძე |
კეკე (კეკა) იაგორის ასული ვეშაპიძე (დ. 1888, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 1993, მანავი) იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის მკვიდრი, მევენახე, ორი შვილის დედა, ორი შვილიშვილის ბებია და ორი შვილთაშვილის დიდი ბებია.
ბიოგრაფია
კეკე ვეშაპიძე დაიბადა 1888 წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იაგორ ვეშაპიძის ოჯახში. დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა.
დაქორწინდა შაქრო ასრიაშვილზე და შეეძინათ ორი შვილი — არტემი და 1933 წლის 1 მარტს შოთა.
მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის კოლმეურნეობაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მისდევდა მევენახეობას და მიწათმოქმედებას.
იყო პატიოსანი ადამიანი; ოჯახის, მეგობრებისა და ნათესავების მოყვარული. სოფელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
1990 წელს, 102 წლის ასაკში, ვენახისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. თუმცა მიუხედავად მძიმე ტრავმისა ის მალე დაუბრუნდა ჩვეული ცხოვრების რეჟიმს.
ჰყავდა 2 შვილიშვილი — გია ასრიაშვილი (1957 წლის 23 აგვისტო), ლიანა ასრიაშვილი (1963 წლის 24 იანვარი).
გარდაცვალება
გარდაიცვალა 1993 წელს, 105 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით. დაკრძალულია მანავის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.
ფოტოები
ასევე ნახეთ
შენიშვნა
ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.