გიორგი შუშანაშვილი

Memorypedia გვერდიდან
გიორგი შუშანაშვილი
გიორგი შუშანაშვილი.jpg
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1991
ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 2020
თბილისი
დაკრძალულია ახშნის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ახშნის საბაზო სკოლა;
ქისტაურის საშუალო სკოლა;
საქმიანობა სოფლის მეურნეობა;
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი;
მშობლები მამა: თამაზ შუშანაშვილი
დედა: მზია (შორენა) რუსულაშვილი
ნათესავები და — სოფო შუშანაშვილი;
ძმა — ლაშა შუშანაშვილი
გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა

გიორგი თამაზის ძე შუშანაშვილი (დ. 31 აგვისტო, 1991 , ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ოქტომბერი, 2020, თბილისი) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის მკვიდრი, სოფლის გამორჩეული ახალგაზრდა.

ბიოგრაფია

გიორგი შუშანაშვილი დაიბადა 1991 წლის 31 აგვისტოს, თამაზ შუშანაშვილისა და მზია (შორენა) რუსულაშვილის ოჯახში, ქალაქ ახმეტაში. სწავლა ახშნის საბაზო სკოლაში დაიწყო, 2009 წელს კი დაამთავრა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლა. გიორგი ოჯახში უფროსი შვილი იყო; ჰყავდა ორი დედმამიშვილი, ერთი და — სოფო შუშანაშვილი და ძმა — ლაშა შუშანაშვილი. თავად დასაოჯახებელი იყო.

გიორგიმ ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა მშობლიურ სოფელ ახშანში. იყო ძალიან თბილი, კეთილი და მშრომელი ადამიანი. უყვარდა ოჯახი, მეგობრები მათათ ერთად დროის გატარება. დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით.

გარდაცვალება

2020 წლის 8 ოქტომბერს, სოფელ ახშანში, გიორგის ავტოავარია შეემთხვა. დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. 20 ოქტომბერს, თბილისში, საავადმყოფოში, გიორგი გარდაიცვალა. დაკრძალულია ახშნის სასაფლაოზე.

მოგონებები

გიორგი შუშანაშვილი მთელ სოფელს გამორჩეულად უყვარდა. ახშანში მას დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ და ამბობენ, რომ ის იქ არავის არასოდეს დაავიწყდება.

ფოტოები

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

მემორიპედიის შესახებ